ახალ ზელანდიაში პირველი პასტაფარიანული ქორწილი გაიმართა | Allnews.Ge

ახალ ზელანდიაში პირველი პასტაფარიანული ქორწილი გაიმართა

მფრინავი სპაგეტის მონსტრი, მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესიის, იგივე, პასტაფარიანიზმის მთავარი ღვთაებაა. რამდენიმე დღის წინ, ახალ ზელანდიის ქალაქ აკაროაში, პირველი ლეგალური საქორწინო ცერემონიალი გაიმართა.

ახალდაქორწინებულებმა, რომლებიც მეკობრეების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები, განაცხადეს, რომ მათი რელიგიის წესების თანახმად, ისინი აუცილებლად მეკობრეები უნდა ყოფილიყვნენ.

"მფრინავი სპაგეტის მონსტრი" პირველად, 2005 წელს, ბობი ჰენდერსონმა აღწერა.

სატირული შინაარსის ღია წერილში, მან კანზასის შტატის განათლების პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც საჯარო სკოლების სამეცნიერო კლასებში, გონივრული ჩანაფიქრის თეორიის, როგორც ევოლუციის ალტერნატივის, სწავლებას ისახავდა მიზნად.

წერილში ჰენდერსონი მასხრად იგდებდა კრეაციონისტულ იდეებს და აცხადებდა, რომ როდესაც მეცნიერები ატარებენ რაიმე კვლევას, მაგალითად ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის ძიებას, ზებუნებრივი ქმნილება რომელიც ძალიან წააგას სპაგეტსა და გუფთებს, "იქ არის და ცვლის კვლევის შედეგებს საკუთარი ატრიის საცეცებით".

ჰენდერსონის მტკიცებით, მისი რწმენა იყო ჭეშმარიტი და მოითხოვდა, რომ მფრინავ სპაგეტის მონსტრს (როგორც ის უწოდებდა), სამეცნიერო კლასებში იმდენივე დრო დასთმობოდა, რამდენიც ევოლუციას და გონივრული ჩანაფიქრის თეორიას. მას შემდეგ რაც ჰენდერსონმა ეს წერილი საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა, მფრინავი სპაგეტის მონსტრი მალევე იქცა ინტერნეტ ფენომენად.

პასტაფარიანული მოძღვრების თანახმად, მეკობრეები არიან "აბსოლუტურად ღვთიური არსებები" და ნამდვილი პასტაფარიანელები.

გარდა ამისა, პასტაფარიანელებს სჯერათ, რომ სტერეოტიპი, თითქოს მეკობრეები არიან ყაჩაღები და განდეგილები, დეზინფორმაციაა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მარტში, ახალი ზელანდიის მთავრობამ პასტაფარიანიზმი რელიგიურ კონფესიად აღიარა და ქორწილების ჩატარების ნებართვა მისცა.

 

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

myquiz