დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული ადამიანები | Allnews.Ge

დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული ადამიანები

დღეს, 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე წარმატებულ ადამიანს, რომლებსაც დაუნის სინდრომი აქვთ:

ანჯელა ბაჩილერი

2013 წელს ესპანეთში, ქალაქ ვალიადოლიდში ანჯელა დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი გახდა, ვინც საბჭოს წევრად აირჩიეს. ბაჩილერი სამი წლის განმავლობაში, სოციალური კეთილდღეობის და ოჯახის ადმინისტრაციულ ასისტენტად მუშაობდა.

პაბლო პინედა

პაბლომ ფსიქოლოგის ბაკალავრის დიპლომი მოიპოვა, ამჟამად კი მწერალი და მსახიობია. ესპანეთში მას საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს. 2009 წელს სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა.

ჯეიმი ბრიუერი

ჯეიმი ცნობილ ამერიკულ სერიალში "ამერიკული საშინელებათა ისტორია" თამაშობს. ასევე, 1999 წლიდან თეატრალურ დადგმებში იღებს მონაწილეობას. იგი დაუნის სინდრომის მქონე ყველაზე წარმატებული მსახიობია.

ბერნადეტ რიშა

ბერნადეტი ცნობილი მხატვარია. მისი ნამუშევრები ჩნდება სერიალებში, მუსიკალურ კლიპებში, რეკლამებსა და ჟურნალებში. გარდა მხატვრობისა, ის აგრეთვე ალტისტი გახლავთ.

სუჯიტ დესაი

მუსიკოსმა სუჯიტმა ჰილსის მუსიკალური აკადემია დაამთავრა. მას შვიდ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეუძლია დაკვრა, მათ შორის ვიოლინოზე, პიანინოზე, ტრამპეტზე და საქსოფონზე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და მის შესახებ "უოლ სტრიტ ჯორნალი" და "თაიმი" წერდნენ.

მომზადებულია liveactionnews.org-ს მიხედვით

myquiz