19.03.2016 / 15:18
შრიფტის ზომა:

მეცნიერებმა მოწევისთვის თავის დანებების საუკეთესო გამოსავალი იპოვეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ერთბაშად ჯობს და არა ნელ-ნელა.

ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა კვლევა ჩაატარეს 697 ზრდასრულ მწეველზე, რომლებმაც გადაწყვიტეს მავნე ჩვეევისგან გათავისუფლებულიყვნენ. თამბაქოსთვის თავის საბოლოო დანებება კვლევის დაწყებიდან ორ კვირაში იგეგმებოდა.

მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი გარკვეულ დრომდე ჩვეულ რიტმში ეწეოდა. მეორე ჯგუფის წევრები კი ვალდებულები იყვნენ ერთბაშად შეემცირებინათ სიგარეტის რაოდენობა 75 პროცენტით.

გაირკვა, რომ ოთხ კვირაში პირველი ჯგუფის წევრთაგან 49 პროცენტმა ბოლომდე დაანება თავი სიგარეტს. მეორე ჯგუფში კი შესაბამისი მაჩვენებელი 39.2 პროცენტი იყო.

"ერთბაშად უარის თქმა მოწევაზე უფრო დიდ ალბათობით იწვევს ხანგრძლივ შედეგს იმ მწეველებშიც კი, ვინც აპირებდა, რომ ნელნელა დაენებებინა მოწევისთვის თავი" - ამბობენ მეცნიერები.

მეცნიერების მუშობის შედეგი სამეცნიერო ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა.