18.03.2016 / 09:55
შრიფტის ზომა:

პომიდორი - მწვანე ენერგიის ახალი წყარო

ამერიკელი მეცნიერები ფლორიდაში უპრეცენდენტო საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ. მათი აზრით, პომიდორი ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ფლორიდის შტატში პომიდვრის ნარჩენებისგან იმდენი ენერგიის გამომუშვება შეიძლება, რაც Disney World-ის კომპლექსს, თემატურ პარკს, გოლფის მოედნებსა და სავაჭრო ცენტრებს სამი თვის მანძილზე ეყოფა.

აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 396 000 ტონა პომიდორი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. მისი, როგორც მწვანე ენერგიის გამომუშავებისთვის გამოყენება კი, ორმაგი სარგებლის მომტანი იქნება.

მეცნიერების თქმით, პომიდვრის ნარჩენებისგან ენერგიის გამომუშავებისთვის ბაქტერიას იყენებენ. შედეგად წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია, რაც შემდეგ ენერგიისთვის საჭირო ელექტრონებს წარმოქმნის.

პომიდორი მეცნიერების თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს წითელი კაროტინის პიგმენტებს, რაც ენერგიის გენერირებისთვის აუცილებელია.

"გაფუჭებული და დაზიანებული პომიდორი ენერგიის უდიდესი წყარო შეიძლება გახდეს", - აღნიშნა ნამიტა შრესთამ, რომელიც სამხრეთ დაკოტის მაღაროელთა და ტექნოლოგიური სკოლის სტუდენტია და რომელიც ახალ პროექტზე მუშაობს.

მეცნიერები აცნობიერებენ, რომ პომიდვრის ნარჩენებისგან გამომუშავებული განახლებადი ენერგიის რაოდენობა მცირეა, თუმცა, აცხადებენ, რომ უფრო მეტი კვლევით და მუშაობით შესაძლებელია პროექტის დახვეწა და ენერგიის რაოდენობის გაზრდა.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით