პლანეტის ერთადერთი უკვდავი არსება - მედუზა Turritopsis Nutricula | Allnews.Ge

პლანეტის ერთადერთი უკვდავი არსება - მედუზა Turritopsis Nutricula

მედუზა Turritopsis Nutricula თამამად შეგვიძლია პლანეტის ერთადერთ უკვდავ არსებად მივიჩნიოთ. ჰიდროიდი Turritopsis nutricula, რომელიც დიამეტრით მხოლოდ 4-5 მილიმეტრია – უნიკალური არსებაა, რომელსაც საკუთარი თავის გაახალგაზრდავება შეუძლია.

ჩვეულებრივ, მედუზები გამრავლების შემდეგ იღუპებიან, თუმცა Turritopsis nutricula-ს შეუძლია მედუზის "დიდი" ასაკიდან, პოლიპის "ბავშვობის" სტადიაში დაბრუნება. თეორიულად, ეს ციკლი შეიძლება დაუსრულებლად განმეორდეს. რაც მოცემულ არსებას პოტენციურად უკვდავს ხდის.

Turritopsis nutricula თბილ ტროპიკულ წყლებში აღმოაჩინეს, თუმცა, მეცნიერები ეჭვობენ, რომ ეს სახეობა სხვა რეგიონებშიცაა გავრცელებული.

ჰიდრას "ბიოლოგიური უკვავების" შესახებ თეორია ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში წამოაყენეს, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ექსპერიმენტალურად დაამტკიცეს, რომ ჰიდრები სიბერის გამო არ კვდებიან.

აღვნიშნავთ, რომ ბიოლოგებისთვის ასევე ცნობილია "უკვდავი" უჯრედები, რომლებიც დამაკმაყოფილებელ პირობებში უსასრულოდ იყოფიან. მსგავსს განეკუთვნებიან, მაგალითად ღეროვანი უჯრედები.

myquiz