ასპირინის რეგულარული მიღება კიბოს რისკებს ამცირებს | Allnews.Ge

ასპირინის რეგულარული მიღება კიბოს რისკებს ამცირებს

ასპირინის რეგულარული მიღება მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში სიმსივნის რისკებს ამცირებს. ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც JAMA Oncology-მა გამოაქვეყნა.

მკვლევარებმა 136 000 ადამიანზე დაკვირვებით ასპირინის მიღებასა და სიმსივნის რისკების შემცირებას შორის არსებული კორელაცია დაადგინეს. დაკვირვება 32 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

საბოლოოდ კი მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასპირინის კვირაში ორჯერ ან მეტჯერ მიღება სულ მცირე 6 წლის მანძილზე ნაწლავის სიმსივნის რისკებს 19 პროცენტით ამცირებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს 15 პროცენტით, ხოლო ზოგადად სიმსივნის რისკებს 3 პროცენტით ამცირებს.

თუმცა, მკვლევარებს არ გამოუკვლევიათ თუ რა ხდება ისეთი სახის სიმსივნის რისკების შემთხვევაში, როგორიცაა მკერდისა და ფილტვის კიბო.

მომზადებულია Time-ის მიხედვით

myquiz