ქალი, რომელმაც განვითარებულ სამყაროზე უარი თქვა და ისე ცხოვრობს, თითქოს 1939 წელია | Allnews.Ge

ქალი, რომელმაც განვითარებულ სამყაროზე უარი თქვა და ისე ცხოვრობს, თითქოს 1939 წელია

იოანა ფრენსისი - 40 წლის ქალბატონია, რომელიც თითქმის საუკუნის წინანდელ ეპოქაში ცხოვრობს. მან დიდი ბრიტანეთის ქალაქ სკანთორპში მდებარე საცხოვრებელი ადგილი ისე მოაწყო, როგორც 1939 წელს.

იოანამ საკუთარი სახლის სამზარეულო ძველ სტილში გადააკეთა, თანამედროვე აბაზანა გააუქმა და საპირფარეშო ეზოში გაიტანა. იგი აბაზანებს კვირაში ორჯერ იღებს, საპირფარეშოსთვის გარეთ გასვლა უწევს, თუმცა, ამბობს, რომ ცხოვრება "არც ისეთი რთულია ამ პირობებში, როგორც ჩანს".

იოანა იმ პერიოდში ცხოვრობს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მისი სახლი ისე გამოიყურება, როგორც 1939 წელს ომის დაწყებისას გამოიყურებოდა სხვა სახლები. ფანჯრებზე შავი ფარდები აქვს ჩამოფარებული. შუქს კარის გაღებამდე აქრობს, ბაღში კი პატარა თავშესაფარი აქვს აშენებული.

იოანას 1937 წელს გამოშვებული ველოსიპედიც ჰყავს. თავისუფალ დროს იგი ხალიჩებს ქსოვს და თამაშობს სამაგიდო თამაშებს. მისი ერთადერთი კავშირი თანამედროვე სამყაროსთან მობილური ტელეფონია.

იოანა ფრენსისი 1930-იანი წლების სტილში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე აპირებს.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz