მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილი ხმაურიანი აღმოჩნდა | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილი ხმაურიანი აღმოჩნდა

მსოფლიოში ყველაზე ღრმა ადგილი საოცრად ხმაურიანი აღმოჩნდა.

ამის შესახებ მეცნიერებმა მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მარიანის ღრმულის ყველაზე ღრმა წერტილში, ჩელენჯერის უფსკრულში, რამდენიმე თვით წყალქვეშა ბგერების მიმღები აპარატი - ჰიდროფონი ჩაუშვეს.

მოწყობილობამ დააფიქსირა, რომ უფსკრულში უამრავი რამ ისმის, მათ შორის ვეშაპების ყვირილი, ხომალდების ხმაური და მიწისქვეშა ბიძგების ხმა.

"ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წყნარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსალოდნელზე გაცილებით უფრო ხმაურიანი აღმოჩნდა, იქ მუდმივად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის ხმაურია", - ამბობს ოკეანოგრაფი რობერტ ძიაკი, რომელიც ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის პროექტს ხელმძღვანელობს.

მიუხედავად იმისა, რომ წყნარ ოეკანეში მდებარე მარიანას ღრმულში რამდენიმე დისტანციურად მართვადი სატრანსპორტო საშუალება და აღჭრვილობაა განთავსებული, ამერიკელი მეცნიერები განმარტავენ, რომ ახალი ჩანაწერი ერთ-ერთი პირველია, რომელიც ასეთ სიღრმეზე ოდესმე გაკეთებულა.

ჩატარებული კვლევა იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებში მცნიერები მთელი მსოფლიოდან სწავლობენ, თუ რა გავლენას ახდენს ანტროპოგენური ხასიათის ხმაური მსოფლიო ოეკანის ბინადრებზე.

"ჩვენი მიზანია, შევადგინოთ ოკეანის ბგერითი რუკა", - განმარტავს ძიაკი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 2017 წელს ჩელენჯერის უფსკრულში ჰიდროფონთან ერთად ვიდეოკამერის ჩაშვებასაც შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მარიანის ღრმულს ბოლოს რეჟისორი ჯეიმს ქემერონი სტუმრობდა, რომელიც 2012 წელს მარტო ჩაეშვა ფსკერზე და იქ ორი საათი გაატარა.

myquiz