ოჯახი, რომლის ყველა წევრი 29 თებერვალს დაიბადა | Allnews.Ge

ოჯახი, რომლის ყველა წევრი 29 თებერვალს დაიბადა

ნორვეგიის ქალაქ ანდენესში ჰენრიკსენის ოჯახმა რეკორდი მოხსნა. მისი ყველა წევრი ჰეიდი, ოლავი და ლეიფ-მარტინი ერთი და იგივე დღეს აღნიშნავენ დაბადების დღეს. ყველა მათგანი 29 თებერვალს არის დაბადებული. ჰეიდი 1960 წლის 29 თებერვალს დაიბადა. ოლავი ოთხი წლის შემდეგ, კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი ოჯახის მესამე წევრი ლეიფ-მარტინი დაიბადა.

მათი დედა, კარინი ერთადერთი ქალია დედამიწაზე, რომელმაც სამივე შვილი 29 თებერვალს გააჩინა. იგი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შესული.

ჰენრიკსენების ოჯახი ამ ფაქტის გამო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვედრილა. გამონაკლისი არც წელს ყოფილა.

myquiz