სად აიკრძალა "სელფის" გადაღება | Allnews.Ge

სად აიკრძალა "სელფის" გადაღება

ინდოეთის ქალაქ მუმბაის მთავრობამ "სელფის" გადაღება აკრძალა. "გარდიანის" ცნობით, აკრძალვა შეეხება ქალაქის 16 ზონას. ამის მიზეზი "სელფის" გადაღების დროს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გახდა. ახალი რეგულაციით, დაჯარიმდება ის ადამიანები, რომლებიც აკრძალულ ზონებში "სელფის" გადაიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი პირველი ქვეყანაა "სელფის" გადაღების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით. 2014 წელს მსოფლიოს მასშტაბით "სელფის" გადაღების დროს 49 ადამიანი დაიღუპა, მათგან 19 შემთხვევა სწორედ ინდოეთში მოხდა.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ თვეს იყო, როდესაც 18 წლის სტუდენტმა "პიკნიკზე" ყოფნის დროს, კლდეზე "სელფის" გადაღებისას თავი ვეღარ შეიკავა და წყალში გადავარდა. საშველად მისი მეგობარიც გადახტა, თუმცა, ისიც დაიღუპა.

2014 წლის იანვარში კი სამი სტუდენტი ლიანდაგზე მომავალი მატარებლის ფონზე "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ "სელფის" გადაღების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილას რუსეთია 7 შემთხვევით, ხოლო მესამეზე აშშ, სადაც დაღუპულთა რიცხვმა 5 შეადგინა.

მათგან ყველაზე მეტი - 16 ადამიანი სიმაღლიდან გადმოხტომის დროს "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა. 14 კი ყვინთვის დროს.

კვლევის მიხედვით, "სელფის" გადაღების დროს დაღუპულთა უმრავლესობა (75 პროცენტი) მამაკაცები არიან. ამასთან, დაღუპულთა 27 პროცენტი 21 წლამდე ასაკისაა.

myquiz