მსოფლიოს ინოვაციური სკოლები | Allnews.Ge

მსოფლიოს ინოვაციური სკოლები

ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის უმთავრესი მისივე მოსახლეობის განათლების დონეა. მარტივი ჭეშმარიტებაა - რამდენადაც განათლებულია ერი, იმდენად წარმატებულია ქვეყანა.

განათლებული ხალხები ქმნიან ძლიერ ინსტიტუტებს, რომელზეც შემდეგ ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო ფუძნდება.

სკოლა განთლების ერთ-ერთი მთავარი კერაა. იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული სკოლები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საუკეთესო მაგალითია, საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული ვითარება კვლავ სავალალო რჩება.

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური სკოლების ჩამონათვალს გთავაზობთ.

მაკოკოს მოტივტივე სკოლა

სკოლა ნიგერიის ქალაქ ლაოსში მდებარეობს და პირდაპირ მდინარეზეა არის აშენებული. სამსართულიანი, სამკუთხედის ფორმის სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა გაერო-სა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით აშენდა. მოტივტივე სკოლაში მოსწავლეებს ასევე ასწავლიან მომავლის შენობების პროექტზე მუშაობას.

კუბის ფორმის სკოლა, დანია

სკოლა შუშის შენობაშია განთავსებული. 1000-ზე მეტ მოსწავლეს გაკვეთილები ძირითადად კუბებში უტარდებათ, სადაც ისინი პუფებზე არიან წამოწოლილი და თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ.

"გვინდა ჩვენს მოსწავლეებს ისეთი პირობები შევუქმნათ, სადაც თავისუფალ გარემოში შეძლებენ კვლევების ჩატარებას და რეალური პრობლემების მოგვარებას. ამიტომ ჩვენ გამჭვირვალე შენობაში ვართ, საიდანაც დანარჩენ მსოფლიოს ვეკონტაქტებით", - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა ალან ანდერსენმა.

სტოკჰოლმი, შვედეთი

სკოლის მთავარი ღირსება სკოლაში გენდერული თანასწორობის სისტემის დამყარებაა. ამისთვის ბავშვები სკოლაში არ გამოიყენებენ გენდერის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს.

კაცსა და ქალის აღმნიშვნელი (He/She) ნაცვალსახელების ნაცვლად, ბავშვები იყენებენ კონკრეტული მოსწავლის სახელს ან ნაცვალსახელს "ისინი". ამით სკოლის ხელმძღვანელობა ცდილობს თავიდან აირიდოს ბავშვებს შორის დისკრიმინაცია. ბავშვები ისწავლიან, რომ ერთმანეთი მათი ქმედების მიხედვით განსაჯონ და არა - სტერეოტიპების.

"სილიკონ ველის" სკოლა, სან ფრანცისკო, კალიფორნია

"ალტსქულში" ტრადიციული სწავლებისგან რადიკალურად განსხვავებული მოდელი აქვთ - "სილიკონ ველის" სკოლაში ბავშვებს ასწავლონ, როგორ გარდაქმნან ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და 3D გაფართოების სათამაშო სახლები დაამზადონ. გარდა ამისა, მოსწავლეებს სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებსაც აცნობენ. სკოლაში 4-დან 14 წლამდე ბავშვები მიიღებიან.

სტივ ჯობსის სახელობის სკოლა, ამსტერდამი

"სკოლა, სადაც სხვანაირად ფიქრობენ", - ასე აფასებენ სტივ ჯობსის სახელობის სკოლას ამსტერდამში. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს ერთი საგანმანათლებლო სისტემა მოახვიონ თავს, აქ თითოეულ ბავშვს შეუძლია ინდივიდუალურად იმუშაოს საკუთარ პროექტებზე. სკოლის დამფუძნებლის განცხადებით, თითოეულ მოსწავლე სწავლას ინდივიდუალური განვითარების გეგმით იწყებს, რომელსაც ყოველ ექვს კვირაში თავად მოსწავლე ან მისი მშობლები და მწვრთნელი აფასებენ და ამუშავებენ. სკოლაში მასწავლებლებს მწვრთნელებს ეძახიან. სკოლის მიზანია, რომ ბავშვი საკუთარ განათლებაზე იყოს ორიენტირებული.

ბრაითუორკის სკოლა, სან ფრანცისკო

სკოლაში ბავშვებს ასწავლიან ისეთ საგნებთან მუშაობას, რასაც როგორც წესი, სახლში მშობლები უშლიან. ისინი მთელი დღის განმავლობაში საღებავებით მუშაობენ და ისვრებიან, ასევე თამაშობენ ცეცხლთან, ასრულებენ სხვადასხვა პროექტებს. სკოლის ხელმძღვანელთა განცხადებით, ეს ეხმარება ბავშვებს, ისწავლონ პრობლემებთან გამკლავება.

კარპე დიემის სკოლა, ოჰაიო

სკოლა ოფისს უფრო ჰგავს, ვიდრე საკლასო ოთახს. ბავშვები ერთ დიდ ოთახში სხედან და ერთმანეთისგან მერხებს "კედლები" გამოჰყოფს.

სამასქული, სან ფრანცისკო

სკოლა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არასოდეს არის გვიან. აქ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს იღებენ, ვისაც განათლების მიღება და სამსახურის პოვნა სურს. სკოლა ფოკუსირებულია მოსწავლეებში ციფრული და ანტრეპრენუარული უნარების განვითარებისკენ, რაც აუცილებელია დღევანდელ ბაზარზე.

myquiz