ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები, რომლებიც ადამიანებს დაუშვიათ | Allnews.Ge

ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები, რომლებიც ადამიანებს დაუშვიათ

ზოგი შეცდომა არ არის მხოლოდ უიღბლობა, იგი ხშირად დიდ დანაკარგს იწვევს. წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომებს, რომლებიც ოდესმე ადამიანებს დაუშვიათ.

"ეფლი"

რონალდ უეინი სტივ ჯობსთან ერთად "ატარიში" მუშაობდა, ვიდრე ორივე სტივენ ვოზნიაკთან ერთად კომპანია ”ეფლზე” დაიწყებდნენ მუშაობას. ის არა მხოლოდ საქმიანი პარტნიორი, არამედ კომპანიის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თუმცა იმის შიშით, რომ კომპანია თავისი პარტნიორების გამოუცდელობის გამო წარმატებას ვერ მიაღწევდა, მან კომპანიის აქციების თავისი 10%-იანი წილი გაყიდა. ჯამში მან 2 300 დოლარი მიიღო. აქციები რომ შეენარჩუნებინა, 2011 წელს მათი ღირებულება 35 მილიარდი ამერიკული დოლარი იქნებოდა.

"ვარსკვლავური ომები"

ჯორჯ ლუკასი ”ვარსკვლავური ომების” შექმნისას ბევრ წინაღობას წააწყდა. სტუდიას ”მეოცე საუკუნე ფოქსთან” დიდი ხანი მოუწია ვაჭრობა ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით. სტუდია ფიქრობდა, რომ ფილმი თავის დაფინანსებას გაქირავებაში ვერ ამოიღებდა, ამიტომ ბიუჯეტი 350 000 დოლარით შეამცირეს იმ პირობით, რომ ლუკასს დარჩებოდა ყველა უფლება ”ვარსკვლავური ომების” ბრენდზე. როგორც ყველამ ვიცით, ფილმმა არნახული წარმატება მოიპოვა და მის მიხედვით შეიქმნა ვიდეოთამაშები, სათამაშოები, წიგნები და მრავალი სამომხმარებლო ნივთი. საერთო ჯამში ბრენდმა 20 მილიარდ დოლარზე მეტი მოიტანა, მაგრამ ”ფოქსს” აქედან ერთი ცენტიც არ შეხვდა.

ჯეკპოტი

ბრიტანელმა წყვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა 2010 წელს, როდესაც ცოლმა ლატარეაში ჯეკპოტი მოიგო. მოგებულმა თანხამ 181 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა იყო ლატარეების არსებობის ისტორიაში. საუბედუროდ, ქმარმა არ იცოდა, რომ ცოლმა ლატარეაში მოიგო და ბილეთი გადააგდო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ჯეკპოტი ვერ მიიღო, თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ნასა

ნასა-მ 125 მილიონი დოლარი და რამდენიმე წელი დახარჯა მკვლევარი ზონდის შექმნაზე, რომელსაც მარსის კლიმატი უნდა შეესწავლა და მონაცემები ატმოსფეროს შეცვლის და ნებისმიერი აღმოჩენის შესახებ დედამიწაზე გადმოეგზავნა. ზონდთან კონტაქტი მისიის დაწყებამდე გაწყდა. აღმოჩნდა, რომ ნასა-ს ყველა პროექტზე მომუშავე ჯგუფი მეტრიკულ სისტემას იყენებდა გამოთვლებისთვის, ერთი ჯგუფი ყველა გამოთვლას დიუმებში, ფუტებსა და იარდებში აფიქსირებდა. ეს გახდა შეცდომის მიზეზი და საბოლოოდ, ზონდი მარსის ატმოსფეროში ძალიან დაბლა დაეშვა, რამაც მისი განადგურება გამოიწვია.

მომზადებულია listverse.com-ს მიხედვით.

myquiz