მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკები

ფაქტია, რომ ვისკის გემო და ხარისხი მისი სიძველით ყალიბდება და ისიც ფაქტია, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ვისკის საუკეთესო სასმელად აღიარებენ. გარდა იმისა, რომ მისგან მეორე დღეს ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყო "ნაბახუსევი", ვისკი ამავე დროს მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე "ჯანსაღ" ალკოჰოლად. როგორც ვისკის მოყვარულები იტყვიან, არ არსებობს ცუდი ვისკი. არსებობს მხოლოდ ზოგიერთი ვისკი, რომელიც სხვებივით კარგი ვერ არის.

ათეულში მოხვდა სამი ამერიკული, სამი შოტლანდიური, 1 იაპონური 1 ირლანდიური და 2 კანადური წარმომავლობის ვისკი, რომლებსაც ამჟამად ბრიტანული და ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ვისკების ტოპ ათეულს.

10. Black Velvet -ყველაზე „შავი“ და ყველაზე ახალგაზრდა ვისკი. Black Velvet 1991 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ვანილის, ქოქოსისა და კარამელის განუმეორებელი არომატის გამო. Black Velvet-ის სამშობლო კანადაა.

9. Jameson - მსოფლიო მასშტბით ცნობილი ირლანდიური ვისკია, რომელიც განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა იმის გამო, რომ არის სამჯერნახადი. Jameson-ს მარმელადისა და ჯანჯაფილის გემო დაჰკრავს. ვისკის მწერალმა ჯიმ მიურეიმ მას 95 ქულა მიანიჭა.

8. Crown Royal - ნამდვილი კანადური ვისკია, რომელსაც ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია Diageo აწარმოებს. ამ ვისკის პირველი ბოთლი 1939 წელს მეფე ჯორჯ VI-ის კანადაში ვიზიტის აღსანიშნავად ჩამოასხეს.

7. Jim Beam - 200 წლოვანი ისტორიის მქონე ამერიკული სასმელია, რომელიც კენტუკიდან იღებს სათავეს. მას ახასიათებს შესანიშნავი სურნელი ვანილის წყალობით.

6. Canadian Club - მიუხედავად სახელწოდებისა და კანადური წარმომავლობისა, „კანადიან ქლაბს“ ამჟამად ამერიკული კომპანია აწარმოებს. ეს ვისკი მიჩნეულია ყველაზე ეგზოტიკურ ვისკად, რომელსაც ბალახისა და მუხის სურნელი დაჰკრავს.

5. Ballantine’s - რამდენიმე ალკოჰოლისგან მიღებული შესანიშნავი შოტლანდიური ვისკია, რომელიც გაყიდვებით ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, მისი განუმეორებელი გემოდან გამომდინარე.

4. Suntory - ნამდვილი „სამურაია“ იაპონიიდან. 1923 წელს ოსაკაში დაარსებული კომპანია

დღეისათვის ყველაზე ძველ და წარმატებულ ალკოჰოლურ კომპანიად ითვლება სამშობლოში.

3. Chivas Regal - ძმებ ჩივასების მიერ 1801 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც შუაგული შოტლანდიიდან არის და გამორჩეულია მისი განსაკუთრებული სურნელით და არომატით. ასე რომ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ მისი გემო, ჩათვალეთ, ყველაფერი წინ გაქვთ.

2. Johnnie Walker - ვისკებს შორის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია, რომელიც არსებობის 200 წელს ითვლის. ის საუკეთესო შოტლანდიურ სასმელად მიიჩნევა. ბაზარზე მისი არაერთი ვარიანტია წარმოდგენილი, როგორებიცაა Johnnie Walker Black, Johnnie Walker Blue და სხვები.

1. Jack Daniel’s - ზოგიერთი მას „ღვთიურ ნექტარს“ უწოდებს. ეს ვისკი თითქმის 140 წლისაა და ძირითადად სელებრითების საყვარელ სასმელად მიიჩნევენ. ბევრ ცნობილ ჰოლივუდელს „მასთან ერთად“ არაერთი ფოტო გადაუღია. არც არის გასაკვირი - Jack Daniel’s ყველაზე გაყიდვადი ამერიკული ნამდვილი ტენესური ვისკია.

კოკა კვირკველია

myquiz