12.02.2016 / 15:18
შრიფტის ზომა:

გადაშენების პირას მყოფი ტომი, სადაც ქალები ველურ ცხოველებს ძუძუთი კვებავენ


ამაზონის სიღრმეში გადაშენების პირას მყოფი ტომი, სახელად ავა ცხოვრობს. უძველესი ტომი, რომელსაც აღმოსავლეთ ბრაზილიის ტყეების მცირე ნაწილი უკავია, ყველაფერს თან ატარებს - ბავშვებს, იარაღს, შინაურ ცხოველებს.

ავას ტომი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს ბუნებასთან. ოჯახები ველურ ცხოველებს იშინაურებენ, ხოლო ქალები მათ ძუძუთი კვებავენ. ეს ადამიანები უსაფრთხოდ არიან გარიდებულნი თანამედროვე სამყაროს.

ავას წარმომადგენლები ძალიან ცოტა ადამიანს ჰყავს ნანახი. ფოტოგრაფი დომენიკო პულჯილესი ერთ-ერთი იღბლიანია, რომელმაც ამ საოცარ ტომთან ერთად დროის გატარება შეძლო. ის პირველად ავას ხალხს 2009 წელს შეხვდა, როდესაც მეგობარ ანთროპოლოგთან ერთად ტყის მიდამოებს იღებდა. ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ პულჯილესის გადაღებულ საოცარ ფოტოებს, რომლებიც ავას ტომის ყოველდღიურობას აღწერს.

აღსანიშნავია, რომ ავა თითქმის გაწყვიტეს ევროპელმა კოლონიალისტებმა, რომლებმაც დაიმონეს ისინი, ხოლო მათი მიწები მიისაკუთრეს.