კრიშტიანუ რონალდუს სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა | Allnews.Ge

კრიშტიანუ რონალდუს სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა. ბიჭუნას სახელად მატეო, გოგონას კი ევა დაარქვეს.

ამ მიზეზით რონალდუ თავისი ქვეყნის ნაკრებს კონფედერაციათა თასის მესამე ადგილისთვის მატჩში ვერ დაეხმარება. შესაბამისი ნებართვა რონალდუს პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისცეს.

ბავშვების დაბადების შესახებ ფეხბურთელმა ნაკრების ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ივნისის პირველ ნახევარში აცნობა, თუმცა კონფედერაციათა თასის მატჩების გამო რონალდუს შვილების ნახვის საშუალება ჯერ არ ჰქონია.

როგორც ცნობილია, რონალდუს უკვე ჰყავს ერთი შვილი - 6 წლის კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც ფეხბურთელს 2010 წელს ასევე სუროგატმა დედამ გაუჩინა.

myquiz