ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული 23 წლის ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული 23 წლის ამერიკელი სტუდენტი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნებული, 23 წლის სტუდენტი ოტტო უორმბირი, აშშ-ში გარდაიცვალა. ამის შესახებ მის ახლობლებზე დაყრნობით, "როიტერი" იუწყება.

15-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 13 ივნისს ფხენიანმა უორმბირი გაათავისუფლა. ის სამშობლოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს და ცინცინატის საავადმყოფოში მოათავსეს. ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს ტვინის უჯრედების კვდომის დიაგნოზი დაუსვეს.

ჩრდილოეთ კორეის მხარე აცხადებს, რომ პატიმარი ბოტულიზმით იყო დაავადებული და კომაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სტუდენტი ფხენიანის აეროპორტში, სამშობლოში დაბრუნების დროს, 2016 წლის იანვარში დააკავეს და ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრულ ქმედებაში დაადანაშაულეს. ამერიკელ სტუდენტს პროპაგანდისტული პლაკატის მოპარვისთვის 15-წლიანი მძიმე სამუშაოები მიუსაჯეს.

ოტტო უორმბირი ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტი ჩრდილო კორეის დედაქალაქ ფხენიანში 2015 წლის 29 დეკემბერს ჩავიდა. 1-ელ იანვარს მან სასტუმროს კედლიდან, პლაკატი ჩამოხსნა. ეს ქმედება ვიდეო-კამერებმა დააფიქსირეს. აშშ-ის ხელისუფლება ამერიკელი სტუდენტის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას აკისრებს.

 

პოლიტიკური ბანერის მოპარვის გამო, ჩრდილოეთ კორეაში, 21 წლის ამერიკელი სტუდენტი დააკავეს

myquiz