"თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე" - პუტინი აგვისტოს ომსა და მიხეილ სააკაშვილზე | Allnews.Ge

"თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე" - პუტინი აგვისტოს ომსა და მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ გაბედავდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას, მის უკან რომ არავინ ყოფილიყო, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში აცხადებს.

"არ მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ ვინმემ წააქეზა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის არასოდეს გაბედავდა დამოუკიდებლად ამ პროვოკაციას. მე ასე ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია", - აღნიშნავს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლება გაოცდა, როდესაც "სააკაშვილის ქმედებებს არა მხოლოდ დაუჭირეს მხარი, არამედ დასავლურმა მედიამ ყველაფერი გადმოატრიალა და შეეცადა იმის წარმოდგენას, თითქოს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს".

"თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. ბატონმა სააკაშვილმა ხომ თვითონ განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა?", - აცხადებს პუტინი.

myquiz