ჰერბერტ მაკმასტერი - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაციის საიდუმლო არხის დამყარება საგანგაშო არ არის | Allnews.Ge

ჰერბერტ მაკმასტერი - მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაციის საიდუმლო არხის დამყარება საგანგაშო არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის სიძის რუსეთთან საიდუმლო კავშირების დამყარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ჰერბერტ მაკმასტერის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კომუნიკაციის საიდუმლო არხის დამყარება საგანგაშო არ არის და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მისივე თქმით, აშშ-ს მსგავსი არხები მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს.

გამოცემა Washington Post-მა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით ინფორმაცია იმის შესახებ გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი რუსეთთან საიდუმლო კავშირების დამყარებას ცდილობდა. საუბარია 2016 წლის აშშ-ის წინასაარჩევნო პერიოდზე. გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპის სიძესა და აშშ-ში რუსეთის ელჩ, სერგეი კისლიაკს შორის, სულ მცირე სამი საიდუმლო საუბარი შედგა.

myquiz