"ნატოს მეორე მხარე": მსოფლიო ლიდერების მეუღლეები | Allnews.Ge

"ნატოს მეორე მხარე": მსოფლიო ლიდერების მეუღლეები

რამდენიმე დღის წინ, ბრიუსელში ნატო-ს ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ შტაბბინაში გადასვლა აღინიშნა. მსოფლიო ლიდერებთან ერთად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასასწრებად ბრიუსელში მათი მეუღლეებიც ჩავიდნენ.

ერთმანეთის გვერდიგვერდ ფოტოებში დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია, საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი, ასევე თურქეთის პრემიერის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მეუღლე და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პირველი ლედები აღმოჩნდნენ.

მათთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ლუქსემბურგის პირველმა ჯენტლმენმაც - გოტიე დესეტნემ. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება. ბეტელის რჩეული 38 წლის ბელგიელ არქიტექტორ, გოტიე დესეტნეა. მსოფლიო ლიდერების მეუღლეები ერთად იმყოფებოდნენ სამეფო სასახლეში, მაგრიტის მუზეუმსა და ბელგიური მოდის ბრენდის მაღაზიაში.

myquiz