გერმანია მიგრანტების დეპორტაციის პროცედურას ამარტივებს | Allnews.Ge

გერმანია მიგრანტების დეპორტაციის პროცედურას ამარტივებს

გერმანელმა კანონმდებლებმა დეპორტაციის პროცედურებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონი მიიღეს. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, გერმანიის შესაბამის უწყებებს ექნებათ უფლება უფრო სწრაფად განახორციელონ იმ მიგრანტების დეპორტაცია, რომლებიც თავშესაფარზე უარს მიიღებენ. ამასთან, იმ მიგრანტებს, რომლებიც მიჩნეული იქნებიან ქვეყნისთვის საფრთხედ, ქვეყნიდან გაძევებამდე სპეციალური ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ.

ის თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც გერმანიაში შესვლას ყალბი დოკუმენტებით შეეცდებიან, გადააადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ. იგივე შეზღუდვა გავრცელდება იმ მიგრანტებზეც, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლებას არ მისცემენ, თუმცა, ქვეყნის დატოვებაზე უარს განაცხადებენ.

ბუნდესტაგში აცხადებენ, რომ ახალი კანონმდებლობა დეპორტაციის წესების აღსრულების პროცესს გააუმჯობესებს. უფლებადამცველებს კი მიაჩნიათ, რომ მკაცრი საიმიგრაციო კანონმდებლობა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - ეძიოს თავშესაფარი და მოიპოვოს მფარველობა.

წყარო: Deutsche Welle

myquiz