რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გადახედავს საკუთარ პოზიციას ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი გადახედავს საკუთარ პოზიციას ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით

თურქეთი გადახედავს საკუთარ პოზიციას ევროკავშირში შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრიუსელი აჭიანურებს მოლაპარაკებებს აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მტრულად არის თურქეთისადმი განწყობილი. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სააგენტო "როიტერსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ისინი გულწრფელად არ მოქმედებენ, ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

რატომ უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ? უკვე 54 წელია, რაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, თურქეთის ევროკავშირში წევრობის საკითხი შესაძლოა რეფერენდუმზე იქნას გატანილი.

"დიდ ბრიტანეთმა თავის ხალხს ჰკითხა და მათ მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ახლა ისინი მშვიდად მიდიან ახალი მომავლისკენ. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს თურქეთში", - განაგრძო რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

"ერთი ან ორი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის სიცოცხლისუნარიანობას. რათა ევროკავშირი ძლიერი გახდეს, საჭიროა ისეთი ქვეყანა როგორიც არის თურქეთი: სხვა ქვეყანა, რომელიც სხვა სარწმუნოებას წარმოადგენს. თუმცა, არ ჩანს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეს ესმით. მათთვის რთულად წარმოსადგენია ისეთი მუსლიმური ქვეყნის მიღება როგორიც არის თურქეთი", - დასძინა ერდოღანმა.

myquiz