ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი "ზღვის ანგელოზს" შეადარა | Allnews.Ge

ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი "ზღვის ანგელოზს" შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი თავი ზღვის ანგელოზს შეადარა, რომელიც ზღვის ეშმაკით იკვებება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მას წარუდგინეს პროექტი "რუსეთის არქტიკულ წყლებში წყალქვეშა სამყაროს შესწავლა".

ქვეყნის ლიდერს წყალქვეშა ცხოვრებიდან კადრები უჩვენეს, კერძოდ, ზღვის ანგელოზი როგორ ჭამს ზღვის ეშმაკს.

"ზღვის ანგელოზია და ეშმაკს ჭამს ხომ?!", - იკითხა პუტინმა და როდესაც დადებითად უპასუხეს, დასძინა: "ის არის, რითაც მე ვარ დაკავებული. საჭირო იქნება თქვენს შედეგებს ახლოს გავეცნო. გვიწევს ირგვლივ მუდმივად ვიყუროთ, რომ არავინ შეგვჭამოს", - განაცხადა პუტინმა.

myquiz