მარინ ლე პენი პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოშორდა | Allnews.Ge

მარინ ლე პენი პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოშორდა

მარინ ლე პენი არჩევნების მეორე ტურამდე პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოშორდა "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა გადაწყვეტილება მიიღო, დროებით ჩამოშორდეს პარტიის თავმჯდომარეობას, რათა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე წინასაარჩევნო კამპანიაზე მოახდინოს კონცენტრირება. აღნიშნულის შესახებ მარინ ლე პენმა ტელეარხ France 2-ის ეთერში განაცხადა.

"ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტ მომენტს ვუახლოვდებით. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ყველა ფრანგის პრეზიდენტი უნდა იყოს. ამ მხრივ ის ყველა ფრანგს უნდა აერთიანებდეს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, თუმცა ახლა სიტყვიდან საქმეზეა გადასასვლელი. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალე შვებულება ავიღო და "ეროვნული ფრონტის" ხელმძღვანელობას დროებით ჩამოვშორდე", - განაცხადა მარინ ლე პენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან ყველა პატრიოტული ძალის საპრეზიდენტო კანდიდატია.

"შესაბამისად, დღეს საღამოს მე უკვე არ ვარ "ეროვნული ფრონტის" ლიდერი. მე საპრეზიდენტო კანდიდატი ვარ, რომელსაც ხალხის გაერთიანება სურს პროგრამის ირგვლივ, რათა ყველა ფრანგს იმედი, კეთილდღეობა და უსაფრთხოების შეგრძნება მიეცეს. მე თავს უფრო თავისუფლად ვიგრძნობ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პარტიულ მოსაზრებებზე მაღლა დავდგები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - დასძინა მან.

myquiz