ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 137 კილომეტრში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. გეოლოგიური სამსახური ცუნამის საშიშროებას გამორიცხავს.

როგორც ცნობილი გახდა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახლები დატოვა და ქუჩაში გავიდა.

დედაქალაქის ზოგიერთ უბანი გაითიშა ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები.

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 5 და 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

myquiz