რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენის მზადყოფნას გამოთქვამს | Allnews.Ge

რუსეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის აღდგენის მზადყოფნას გამოთქვამს

რუსეთის მიზანია ევროკავშირთან სრულფასოვანი კავშირები აღადგინოს, - ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრისას განაცხადა.

"რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის მხრივ საკმაოდ რთული პერიოდი დგას. ჩვენს მიზანს კვლავ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორთან, ევროკავშირთან სრულფასოვანი თანამშრომლობის აღდგენა. ჩვენ კავშირების ნორმალიზების მზადყოფნის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვი მოუწოდებს ევროკავშირს ყურადღება უსაფრთხოების რეალურ გამოწვევებს დაუთმოს და არა წარმოსახვით საფრთხეებს.

myquiz