წინასაარჩევნო გამოკითხვებით ემანუელ მაკრონს მეორე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ | Allnews.Ge

წინასაარჩევნო გამოკითხვებით ემანუელ მაკრონს მეორე ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელკ მაკრონი "ადვილად დაამარცხებს" "ეროვნული ფრონტის" ლიდერ მარინ ლე პენს.

სოციოლოგიური კომპანია Ipsos Sopra Steria-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 62%-ს იღებს, ხოლო მარინ ლე პენი - 38%-ს.

კიდევ ერთი სოციოლოგიური კომპანიის, Harris Interactive-ის გამოკითხვის თანახმად, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 64%-ს მიიღებს, მარინ ლე პენი - 36%-ს.

საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.

ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

myquiz