საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან | Allnews.Ge

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან

წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა მოსახლეობის 23,7 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. მას მცირედით ჩამორჩება "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, არჩევნების პირველ ტურში მან ხმათა 22% დაიმსახურა. მესამე ადგილი "რესპუბლიკელების" ლიდერმა ფრანსუა ფიიონმა და "დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერმა ჟან-ლიუკ მელანშონმა გაინაწილეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს მეორე ტურში გადასვლა ტელეფონით მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"რა თქმა უნდა, დღეს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა, რომელშიც ისაუბრებს იმის თაობაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ფრანსუა ოლანდს საჯაროდ არ დაუფიქსირებია, თუ ვის უჭერს მხარს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასწარი შედეგებით, 7 მაისს არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

myquiz