ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს, - აღნიშნულის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოი რიონ ხემ განაცხადა.

"ჩვენ, ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს", - აღნიშნა მან.

"თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ", - დასძინა მან.

კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.

myquiz