რას წერდა ჯონ კენედი ადოლფ ჰიტლერზე | Allnews.Ge

რას წერდა ჯონ კენედი ადოლფ ჰიტლერზე

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედი ახალგაზრდობაში დღიურს აწარმოებდა, ის ნაცისტი ლიდერის ადოლფ ჰიტლერისადმი მიმართულ ქებასა და აღფრთოვანებას შეიცავს.

1945 წელს გაკეტებული ჩანაწერებში 28 წლის კენედი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი მის მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას თავს დააღწევს, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.

"ის საკუთარ თავში მოიაზრებდა იმ მატერიას, რომელისგანაც იქმნებოდნენ ლეგენდები"- წერდა მომავალი პრეზიდენტი.

ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ნაცისტური გერმანიის ლიდერს თავისი ქვეყნისთვის ამბიციური გეგმები ჰქონდა, რის გამოც მას საფრთხედ აღიქვამდნენ.

ახალგაზრდა კენედი მიიჩნევდა, რომ ჰიტლერის ცხოვრება და სიკვდილი საიდუმლოებით იყო მოცული, რაც მისი გარდაცვალების შემდეგაც წარუშლელ კვალს ტოვებს.

ეს ჩანაწერები კენედიმ ბავარიაში ჰიტლერის ჩაის სახლში სტუმრობის შემდეგ გააკეთა.

იმ პერიოდში კენედი ევროპის ირგვლივ ჟურნალისტის სტატუსით მოგზაურობდა, მას შემდეგ, რაც წყნარ ოკეანეში სამხედრო სამსახური დაასრულა.

myquiz