მარინ ლე პენი - ლონდონის ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა რადიკალიზებული უცხოელების გაგდება | Allnews.Ge

მარინ ლე პენი - ლონდონის ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა რადიკალიზებული უცხოელების გაგდება

ლონდონში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება ეროვნულ საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაგდება, - განაცხადა "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა.

"ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა, ჯერ ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე კონტროლის დაწესება და რადიკალიზირებული უცხოელების გაგდება", - განაცხადა მარინ ლე პენმა BFM TV-ის ეთერში."ეროვნული ფრონტის" ლიდერის თქმით, მსოფლიო ტერორიზმის ახალი ფორმის წინაშე დგას, როდესაც ტერორისტები მარტო მოქმედებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა ყველა ქვეყნების თანამშრომლობა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი ის პოლიციელია, რომელიც თავდამსხმელმა დანით დაჭრა.

myquiz