ერდოღანი - თუ ევროპა ასე განაგრძობს მოქცევას, არც ერთი ევროპელი უსაფრთხოდ ვერ გაივლის | Allnews.Ge

ერდოღანი - თუ ევროპა ასე განაგრძობს მოქცევას, არც ერთი ევროპელი უსაფრთხოდ ვერ გაივლის

თურქეთი ის ქვეყანა არ არის, რომლის მართვას ვინმე შესძლებს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში საპრეზიდენტო სასახლეში სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

"თურქეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის მინისტრების გამოგდება შეიძლება და რომლის მოქალაქეებს უხეშად შეიძლება მოექცე", - აღნიშნა ერდოღანმა.

სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა ევროპულ ქვეყნებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ევროპულ ქვეყნებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ისევე როგორც ჩვენ, ასევე ევროპელებსაც სჭირდებათ ეს ღირებულებები", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე გააკრიტიკა ანგელა მერკელის პოზიცია, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა ჰოლანდიის ხელისუფლებას თურქეთთან დაპირისპირების ფონზე.

"მაშ, თქვენ მხარს უჭერთ ჰოლანდიას - კეთილი. მაშინ მე მხარს ვუჭერ ჩემს ხალხსა და ღმერთს", - განაცხადა მან.

"თუ ევროპა ამგვარად განაგრძობს მოქცევას, არც ერთი ევროპელი მსოფლიოს არც ერთ კუთხეში უსაფრთხოდ ვერ გაივლის ქუჩებში", - დასძინა ერდოღანმა.

myquiz