ნიუ-იორკელი მილიონერები მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდას ითხოვენ | Allnews.Ge

ნიუ-იორკელი მილიონერები მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდას ითხოვენ

ნიუ-იორკელი მილიარდერები და მილიონერები მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას ითხოენ. ქალაქის რვა მდიდარმა ადამიანმა კანონმდებლებს მიწერა და განაცხადა, რომ მათ და კიდევ სხვა მდიდრებმა უფრო მეტი უნდა გაიღონ სკოლების, გზების, ხიდების მშენებლობებისა და ღარიბებისა და უსახლკაროების დახმარებისთვის. წერილის ავტორებს შორის არიან ჯორჯ სოროსი და სტივენ როკფელერიც.

მილიარდერთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

"ნიუ-იორკის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების დროა", - ნათქვამია მათ წერილში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა დაწესდეს მაღალი საშემოსავლო გადასახადი მდიდრებისთვის, რათა 2 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხდეს.

წერილის ხელმომწერების უმრავლესობა მილიონერია.

myquiz