საბერძნეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე რვა ამანათი აღმოაჩინა | Allnews.Ge

საბერძნეთის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე რვა ამანათი აღმოაჩინა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობებით სავსე 8 ამანათი აღმოაჩინა, რომლებიც ევროპის ქვეყნებში უნდა გაგზავნილიყო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იუწყება.

ნაპოვნი ყუთები იმ ამანათების იდენტურია, რომლებიც გასულ კვირას გერმანიის ფინანასთა სამინისტროსა და საფრანგეთში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგზავნეს.

როგორც ცნობილია, პარიზში მომხდარი შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა მემარცხენე დაჯგუფებამ აიღო. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ათენის პოლიცია აღმოჩენილი 8 ამანათის ადრესატების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

myquiz