აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ თვითმფრინავში ლეპტოპების ატანა აკრძალა | Allnews.Ge

აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ თვითმფრინავში ლეპტოპების ატანა აკრძალა

აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ, დაახლოებით 13 ავიაკომპანიის მგზავრებს, თვითმფრინავის სალონში, ტელეფონზე დიდი ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აუკრძალა. შეზღუდვა ნოუთბუქებს, პლანშეტებსა და სხვა გაჯეტებს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული მოწყობილობების სრული ჩამონათვალი ჯერ განსაზღვრული არ არის, ცნობილია, რომ თვითმფრინავის სალონში სამედიცინო მოწყობილობები დაშვებული იქნება. უცნობია ავიაკომპანიების დასახელებებიც, The Guardian-ის ცნობით მათ შორის, საუდის არაბეთის Saudia Airlines და იორდანიის Royal Jordanian ავიაკომპანიებიც იქნება. Wired-ის განმარტებით კი, შეზღუდვა ძირითადად აფრიკულ და ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიებს შეეხება.

დაუდასტურებელი ინფორმაცით, ამერიკის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იემენში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მიიღო. reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდა" წარსულში მართლაც ცდილობდა დასავლეთის მიმართულებით მიმავალ რეისებზე ტერაქტების განხორციელებას, თუმცა მათი აღკვეთა დროულად მოხდა.

ავიაკომპანიები ახალი აკრძალვის შესახებ ორშაბათს, 20 მარტს, გააფრთხილეს და შესაბამისი ზომების მისაღებად 96 საათი მისცეს.

myquiz