კიმ ჩენ ინი აშშ-ის "ბირთვული იარაღით" დაემუქრა | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინი აშშ-ის "ბირთვული იარაღით" დაემუქრა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოფიციალურ ვაშინგტონს ბირთვული განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ფხენიანის მიმართულებით ერთ ტყვიას მაინც გაისვრის.

კიმ ჩენ ინის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები აგრესიისა და პროვოკაციის საფუძვლებს Hwasong-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის დახმარებით მინიმუმამდე შეამცირებს, რომელიც კორეის ხელისუფლების განმარტებით, ბირთვული ქობინითაა (ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის (როგორიცაა რაკეტული იარაღი, ტორპედო, ბომბი ან სხვა) წინა ნაწილშია განლაგებული და ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიური ან ბიოლოგიური აგენტებს ან ინერტული მატერიას შეიცავს, რომლის მიზანია, სამიზნესთვის ზიანის მიყენება) აღჭურვილი.

ოფიციალური ფხენიანი მუქარის რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განმარტა, რომ მისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ ჩატარებულმა ცდებმა უმნიშვნელო პროგრესი აჩვენა.

myquiz