აშშ-ის ბირთვული ცდების ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა | Allnews.Ge

აშშ-ის ბირთვული ცდების ვიდეოები ინტერნეტში გავრცელდა

1945-დან 1962 წლის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 200-ზე მეტი ბირთვული იარაღი გამოსცადა. ცდის მიზანი ატომური იარაღის ძალის სრულად შეფასება და შესწავლა იყო. ამ შიშისმომგვრელ აფეთქებებს იღებდნენ ყველა რაკურსით და ყველა დისტანციიდან.

შემდეგ ეს ფილმები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი იყო, მთელს ქვეყანაში გაბნეულ გასაიდუმლოებულ საცავებში შეინახეს. ახლა კი, პირველად ისტორიაში, 4200-მდე ფილმის სკანირება მოხდა, ხელისუფლებამ კი 750 მათგანს გრიფით საიდუმლო მოხსნა.

60 მათგანი ამ დროისთვის youtube-ზეა განთავსებული. ჩვენ რამდენიმე ვიდეოს შემოგთავაზებთ.

ბირთვული იარაღის ცდის კადრების გასაჯაროვების ინიციატივა ფიზიკოს გრეგ სპრიგსს ეკუთვნის, რომელიც ამ ფილმების გაანალიზებასა და მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ფილმების გამოქვეყნებით, სტრიგსი იმედოვნებს, რომ ატომური იარაღის შესწავლის საკითხზე მომუშავე სხვა ფიზიკოსებს დაეხმარება და საქმეს გაუმარტივებს.

სპრიგსის განმარტებით, ამ გამანადგურებელი იარაღის შესახებ არანაირი ექსპერიმენტული მონაცემები არ არსებობს, - "ერთადერთი მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს ეს ძველი ცდებია, და შესაბამისად ყველაფერი არც ისე მარტივადაა".

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, სპრიგსმა 400-დან 500-მდე ფაილი გაანალიზა. ფიზიკოსის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ფილმის ციფრული ვერსია შეიქმნას, რათა დროთა განმავლობაში ისინი არ გაფუჭდეს და განადგურდეს.

myquiz