ჩრდილოეთ კორეაში რაკეტის ახალი მძლავრი ძრავა გამოსცადეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში რაკეტის ახალი მძლავრი ძრავა გამოსცადეს

ჩრდილოეთ კორეაში ფხიონან-პუქტოს პროვინციაში მდებარე სოჰეს პოლიგონზე რაკეტის ახალი მძლავრი ძრავის გამოცდა ჩატარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ავრცელებს. ქვეყნის ლიდერის განმარტებით, ამ ცდას ახალი რაკეტის წარმოების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

კიმ ჩენ ინის თქმით, რაკეტის ახალი ძრავის წყალობით ფხენიანი მსოფლიო დონის თანამგზავრების გაშვებას შეძლებს.

ჩრდილოეთ კორეაში ახლა 105 წელია - შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე

მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩრდილოეთ კორეის ერთადერთ ეკონომიკურ პარტნიორს, ჩინეთს, ეწვია, სადაც მხარეები მივიდნენ ერთობლივ დასკვნამდე, აიძულონ ფხენიანი შეაჩეროს საკუთარი სარაკეტო და ბირთვული პროგრამა.

პარასკევს სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, ტილერსონმა ხელისუფლება დაარწმუნა, რომ ვაშინგტონი ოფიციალური ფხენიანისგან მომავალი საფრთხის საპასუხო რეაქციისთვის მზად არის.

myquiz