ერაყში ქურთი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აფეთქდა | Allnews.Ge

ერაყში ქურთი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აფეთქდა

ერაყში, მოსულთან ქურთი ჟურნალისტი გზასთან ახლოს დამონტაჟებული ნაღმის ამოქმედების შედეგად პირდაპირ ეთერში აფეთქდა. 30 წლის შიფა გარდი ერაყის სახელისუფლებო ძალების მიერ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის გათავისუფლებას აშუქებდა.

ქურთების ტელეკომპანია "რუდავმა", რომელისთვისაც ახალგაზრდა რეპორტიორი მუშაობდა, მას უწოდა მამაცი ჟურნალისტი, პროფესიონალი, რომელმაც სტერეოტიპების დამსხვრევა შეძლო და დაამტკიცა, რომ სამხედრო ჟურნალისტად მუშაობა ქალებსაც შეუძლიათ.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია, რომელშიც სახელისუფლებო ძალებთან ერთად ქურთების შეიარაღებული ძალები და კოალიციის ავიაცია ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მონაწილეობს, გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო.

myquiz