რას ფიქრობს ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთზე | Allnews.Ge

რას ფიქრობს ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთზე

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ახალი მრჩეველი გენერალი ჰერბერტ მაკმასტერი გახდა. ის ცნობილია, როგორც დაფიქრებული სტრატეგი და თავდაცვის ხარჯების შემცირების გულმხურვალე მოწინააღმდეგე.

მაკმასტერი რუსული თემატიკით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და მიიჩნევს, რომ ოფიციალური მოსკოვი დამპყრობლურ მიზნებს მისდევს და ცივი ომის შემდეგ ევროპაში დამყარებული წესრიგის განადგურება სურს.

სამხედრო წრეებში მაკმასტერს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს, რომელიც მან ავღანეთისა და ერაყის ომის მიმდინარეობისას დაიმსახურა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის მრჩეველს ისიც გამოარჩევს, მას საკუთარი მოსაზრების დაცვის შიში არასდროს ჰქონია.

საინტერესოა, ისიც რომ ის აშშ-ის საომარი დოქტრინის შემუშავებითაა დაკავებული, საკუთარ გამოსვლებსა და ესეებში კი ხშირად საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მომავლის ომები და როგორ უნდა მოემზადოს ამერიკის ხელისუფლება მათ წინააღმდეგ.

"მსოფლიო შედის პერიოდში, სადაც მსოფლიო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"

-განცხადება ამის შესახებ მაკმასტერმა ჯერ კიდევ 2016 წელს გაკეთა. მისი მოსაზრებით, აშშ-მ თავდაცვისთვის გაწეული ხარჯები არ უნდა შეამციროს, რადგან მისი მოწინააღმდეგეები სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო არსენალის გამდიდრებას ცდილობენ. თავის გამოსვლაში გენერალმა საფრთხის შემცველი ქვეყნებიც დაასახელა, რომელთა შორის რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ისლამისტი ტერორისტები აღმოჩნდნენ.

პრეზიდენტის ახალი მრჩეველი მიიჩნევს, რომ გეოპოლიტიკაში ძვრა შეინიშნება, რომელიც უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში,

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საბრძოლო კრიზისით ემუქრება.

ცივი ომის შემდეგი პერიოდის დასკვნითი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია გახდა, მიიჩნევს მაკმასტერი: "აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ 2007 წლის თავდასხმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე და, რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა".

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევს, რომ იმდენად მნიშველოვანი არ არის მტრის ქმედების მოდელის გაგება, რამდენადაც მის ქმედებაში ცვლილების პროგნოზირება და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დროული ნაბიჯების გადადგმა.

მრჩევლის თქმით, ამერიკამ მაშინ გამოიღვიძა, როდესაც რუსეთმა არც თუ დიდი დანაკარგების ფასად, ყირიმის ანექსია მოახდინა "აქვე უნდა ითქვას, რომ ოფიციალური მოსკოვი ხშირად ამოწმებს ამერიკისა და დასავლეთის რეაქციას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ძალადობრივ ქმედებაზე".

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში შეკავების მექანიზმის გამოყენება პრინციპული მნიშვნელობისაა, ამ გზით შეიძლება მტრის დარწმუნება, რომ მის მიერ დასახული მიზნების მიღწევა თანაც გონივრული დანაკარგით არ შეიძლება.

სტრატეგის თქმით, რუსეთი ახლა დეტალურად დამუშავებულ გეგმას იყენებს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები უკვე სწავლობენ. გეგმაში, არატრადიციულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეების საკადრო სამხედროების გამოყენებით დაფარვა და ამერიკის დეზორიენტაციისთვის კონპირაციული თეორიების ამოქმედება შედის, რაც მაკმასტერის მოსაზრებით, არა ქვეყნის თავდაცვაზე, არამედ დაპყრობლური მიზნების განხორციელებისკენაა მიმართული.

myquiz