ინგუშეთში სტალინის ძეგლების დადგმა აიკრძალა | Allnews.Ge

ინგუშეთში სტალინის ძეგლების დადგმა აიკრძალა

ინგუშეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი ინგუშეთის ტერიტორიაზე იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავების აკრძალვის შესახებ.

მიღებულ კანონში გაწერილია აკრძალვა სტალინის ძეგლების დადგმაზე და ქალაქებსა და ქუჩებისთვის სტალინის სახელის მინიჭება. აღნიშნული კანონი რეგიონული პარლამენტის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს.

სახალხო კრების თავმჯდომარემ ზელიმხან ევლოევმა განმარტა, რომ კანონი კრძალავს სტალინის ძეგლის დადგმას, ქალაქებისთვის, ქუჩებისთვის, სოფლებისთვის მისი სახელის მინიჭებას, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში და ადმინისტრაციულ შენობებში სტალინის სურათების გამოფენას.

ასევე, აკრძალულია საჯაროდ სტალინის ქმედებების გამართლება.

1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტირება მოხდა შუა აზიაში და ყაზახეთში.

myquiz