ემუქრება თუ არა ჩრდილოთ კორეის რეჟიმს კრახი | Allnews.Ge

ემუქრება თუ არა ჩრდილოთ კორეის რეჟიმს კრახი

კიმ ჩენ ნამი, ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის კიმ ჩენ ილის უფროსი ვაჟი ცოტა ხნის წინ მოკლეს. 2003 წლიდან, კიმ ჩენ ნამი ქვეყნის პოლიტიკაში არ ერეოდა და მთელი ძალაუფლება მის ნახევარძმას, კიმ ჩენ ინს ჰქონდა მინიჭებული.

მაშინ, როდესაც კიმ ჩენ ნამის მკვლელობის ამბავი გამოაშკარავდა, გაირკვა, რომ ის მოწამლეს, თუმცა მკვლელების ვინაობა ცნობილი ჯერჯერობით არ არის. სამხრეთ კორეის ვარაუდით, მკვლელობის დამკვეთი თავად კიმ ჩენ ინია და თუ ეს სიმართლეა, აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის კოლაფსის სიგნალად მივიჩნიოთ.

რთული გასარკვევია, რეალურად რა მოხდა, რადგან ჩრდილოეთ კორეა ძალიან დახურული ქვეყანაა, თუმცა იმ ფაქტებით, რაც ცნობილია, შეგვიძლია გარკვეული სურათი შევქმნათ. მაგალითად, კიმ ჩენ ინი, მამამისთან შედარებით, დანარჩენი სამყაროს მიმართ უფრო მტრულადაა განწყობილი, ამის მაგალითად მისი რეჟიმის ფარგლებში შექმნილი ბირთვული იარაღია.

ასევე, კიმ ჩენ ინმა "წმენდა" მოაწყო, რაც ჩენ სან ტაეკის, ჩრდილოეთ კორეის ნომერ მეორე ფიგურის ლიკვიდაციაშიც გამოიხატა. 2013 წელს აღნიშნული მაღალჩინოსნის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია მედიიდან უცებ გაქრა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ოჯახის ნაწილის ლიკვიდაციაც მოხდა.

მალევე რეჟიმის კიდევ ერთი მსხერპლი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი (ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელი) ო სან ონი აღმოჩნდა.

ჩრდილოეთ კორეაში კიმის ოჯახის ფართო პროპაგანდა მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის პირველი პირისთვის მისტიკური ძალის მიწერაშიც  გამოიხატება. შესაძლოა, არის კიდევ ერთი კიმი, რომელსაც ქვეყნის მართვა სურს.

როდესაც რბილი მმართველი ხარ, ჩრდილოეთ კორეის მსგავს სახლემწიფოში ძალაუფლება ვერ გექნება, თუმცა როდესაც სისასტიკეს იჩენ, თითოეული მოქალაქე ფიქრობს, რომ შემდეგი მსხვერპლი ის იქნება და ამის თავიდან ასაცილებლად ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ გარკვეულ ჯგუფებში ერთიანდება. შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაც ასეთი რეალობის წინაშე სულ მალე დადგეს.

შესაძლოა, კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ ვერაფერი მოიმოქმედონ, ძალაუფლება ვერ წაართვან ის ღრმა მოხუცებულობის გამო გარდაიცვალოს და მისმა ძლევამოსილმა ნათესავმა შეცვალოს, რომელიც არსებულ პოლიტიკას ძალაში დატოვებსს, თუმცა მეორე ვერსიით, კიმ ჩენ ინის რეჟიმი, მისი მმართველობის ფორმების გამო ჩამოშლის პირასაა.

ჩრდილოეთ კორეაში 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობასაც მთელი ცხოვრება კომუნისტურ სახელმწიფოში აქვს გატარებული, რეჟიმის დანგრევის შემთხვევაში, კიმ ჩენ ინის ბევრი მოწინააღმდეგე, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და რუსეთში წავა, უმეტესი ნაწილი კი ჩრდილოეთ კორეაში დარჩება, რომელთაც განსხვავებული ეკონომიკის შენება თავად მოუწევს.

ამავდროულად, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა გამანადგურებელ იარაღს ფლობს.

მომზადებულია The Week-ის მიხედვით

 

myquiz