ტრამპის ხუთეული: გაიცანით აშშ-ის პრეზიდენტის შვილები | Allnews.Ge

ტრამპის ხუთეული: გაიცანით აშშ-ის პრეზიდენტის შვილები

ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი "პირველი ოჯახი" ჰყავს.

დონალდ ტრამპის მთავარ სიმდიდრეს მისი ხუთი შვილი წარმოადგენს. თეთრი სახლის ახალ ლიდერს პირველი ცოლისგან, ივანასგან, სამი შვილი- დონალდ უმცროსი, ერიკი და ივანკა ჰყავს, მეორე მეუღლისგან, მარლასგან, ქალიშვილი ტიფანი, შეეძინა, ახალი პირველი ლედისგანს კი ბარონი ჰყავს.

ტრამპი და წითელი ღილაკი: როგორ მიიღება ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილება

ყურადღების ცენტრში გაზრდილმა ტრამპის უფროსმა შვილებმა წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა ზედმეტი ყურადღების გარეშე შეძლეს, მაშინ როდესაც ტიფანი ხშირად ხვდებოდა "მდიდარი ბავშების" ჩარტებში. ბარონი კი ძირითად დროს ტრამპ ტაუერში ხეტიალში ატარებს.

და მაინც ვინ არიან დონალდ ტრამპის შთამომავლები?

დონალდ უმცროსი, ივანას 39 წლის შვილი

დონალდ უმცროსი ახლა ხუთი შვილის მამაა. ის 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. უმცროსი და-ძმისგან განსხვავებით, ის არაკეთილმოსურნეთა გამონათქვამებსა და სტატიების არასასიამოვნო სათაურებს იმ დროისთვის უკვე მტკივნეულად აღიქვამდა.

ბავშვობაში დედის მხრიდან თავის ბაბუასთან, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ზაფხულის არდადეგებზე ყველაზე დიდ სიამოვნებას ნადირობისა და თევზაობისგან იღებდა.

კოლეჯში შესვლის მომენტიდან, ის მამის კვალს გაჰყვა, როგორც უფროსი დონალდის შთამომავლების უმეტესობა. 2001 წელს, კოლეჯის დასრულების შემდეგ, სამუშაოდ მამის კომპანიაში წავიდა. ამჟამად, ტრამპის ორგანიზაციაში განვითარებისა და შესყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ივანკა, ივანას 35 წლის შვილი

ივანკამ ტრამპების ოჯახში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

იმ წელს, როდესაც მან და მისმა ძმებმა Trump Hotel Collections დააფუძნეს ივანკამ სამკაულის საკუთარი ბრენდი გამოუშვა, რომელსაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზიც ჰქონდა. ივანკა, ტრამპის ორგანიზაციაში მისი ძმის, დონალდის მსგავსად განვითარებისა და შესყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა, თუმცა, მამასთან სამუშაოდ წასვლამდე თვითრეალიზაციის სხვა გზებიც გამოსცადა და ბრიუს რატნერთან უძრავი ქონების დეველოპერად მუშაობდა.

მოლაპარაკების წარმოებასა და დიზაინში დახელოვნებული ივანკა დონალდ ტრამპის კომპანიას 2005 წელს შეურთდა.

ერიკი, ივანას 33 წლის შვილი

დიდი ხნის განმავლობაში, ერიკი ოჯახის მორცხვ წევრად რჩებოდა, რომელიც განსაკუთრებით მედიასთან კომუნიკაციას ერიდებოდა. როგორც მოგვიანებით მან New York magazine-თან საუბარში განმარტა, დონალდ უმცროსი მისთვის მენტორივითაა, ივანკა კი დედობას უწევდა.

"ივანკამ თავისი მფარველობის ქვეშ ამიყვანა, გამზარდა, დავყავდი მაღაზიებში და ცდილობდა გავემხნევებინე"- განმარტა ერიკმა. თავისი და-ძმისგან განსხვავებით, მან ვორტონს ჯორჯთაუნი ამჯობინა და კოლეჯის შემდეგ, პირდაპირ მამასთან წავიდა სამუშაოდ. ტრამპის ორგანიზაციაში მანაც იგივე რეგალია მოიპოვა, რაც ივანკამ და დონალდ უმცროსმა. მოგვიანებით კი ყოფილ პერსონალური ტრენერი და ტელე პროდიუსერი ლარა იუნასკა მოიყვანა ცოლად, რომელსაც ივანკას მეუღლე ჯარედ კუშნერი ასე გაეხუმრა, შენ არა მხოლოდ ახალი ოჯახი, არამედ ტვეტერის 6 მილიონი ფოლოვერიც შეიძინეო.

ტიფანი, მარლას 23 წლის შვილი

თავისი ნახევარ და-ძმებისგან განსხვავებით, ტიფანის ბავშვობას მამის ოფისში თამაშში არ ჩაუვლია. ის მარტოხელა დედამ, ლოს ანჯელესის სიახლოვეს აღზარდა. სასწავლებლად კალაბასას სკოლაში შევიდა, სადაც სწავლის საფასური 30 ათას დოლარს აჭარბებდა. მამის მსგავსად მანაც პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა. ივანკა მას ვოგში სტაჟირებაზე მოწყობაში დაეხმარა.

ტიფანის მოგზაურობა უყვარს ამიტომ, როდესაც გარემოს გამოცვლის სურვილი უჩნდება, დონალდ ტრამპის პირადი ვერტმფრენი ხშირად მის განკარგულებაშია.

ბარონი, მელანიას 10 წლის შვილი

"არაჩვეულებრივი ბიჭია, ბეჯითი, სასკოლო საგნებს კარგად ითვისებს" - ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა თავისი მცირეწლოვანი შვილი. მელანიას თქმით, ბარონი მამას ყველა დანარჩენ ბავშვებზე მეტად ჰგავს. "მას რაღაცების აშენება უყვარს, შემდეგ შლის და თავიდან აწყობს, ხანდახან მას პატარა ტრამპს ვეძახი"-თქვა მელანიამ.

ტრამპის უმცროსი შთამომავალი ტკბილეულის ნაცვლად, უპირატესობას კოსტიუმებს ანიჭებს, მშობლების პენტჰაუსში კი საკუთარი სართული აქვს. აქტიურადაა დაკავებული სპორტით, თამაშობს ბეისბოლს, ჩოგბურთს, თუმცა განსაკუთრებული მისწრაფება მამის საყვარელი თამაშის, გოლფისადმი აქვს.

myquiz