რომელი ქვეყნებიდან გადის და რომელ ქვეყნებში შედის ყველაზე მეტი მიგრანტი | Allnews.Ge

რომელი ქვეყნებიდან გადის და რომელ ქვეყნებში შედის ყველაზე მეტი მიგრანტი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ "ბრექსიტის" დასრულების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ იმიგრაციის კონტროლი უნდა გაამკაცროს.

ოქსფორდში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ იმიგრაციის შემცირება პენსიაზე გასვლის ასაკს გაზრდის, რადგან ადამიანებს უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ, რათა გაინაღდონ საკუთარი პენსიები.

გაეროს კვლევის თანახმად, მსოფლიოში 243 მილიონი საერთაშორისო მიგრანტია, რაც მსოფლიო მოსახლეობის 3,4%-ს შეადგენს.

სტატისტიკურმა პორტალმა Statista-მ კი საკუთარი მონაცემების მიხედვით შემდეგი გრაფიკები შექმნა:

2015 წლის მონაცემებით, მიგრანტების მიღების მხრივ პირველ ადგილს 46,6 მილიონი მიგრანტით აშშ იკავებდა. სამეულშია ასევე გერმანია (12 მილიონი) და რუსეთი (11,6 მილიონი) შედიოდნენ.

ინდოეთი და მექსიკა კი სხვა ქვეყნებში ყველაზე მეტ მიგრანტს აგზავნიან. 2015 წლის მონაცემებით, 15,6 მილიონი ინდოელი და 12,3 მილიონი მექსიკელი საკუთარ ქვეყნებს მიღმა ცხოვრობდა.

myquiz