დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს საპროტესტო აქციების მსვლელობისას 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ Associated Press იუწყება.

საპროტესტო აქციაში, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა, ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სკანდირებდნენ "არა ტრამპს". ზოგიერთი მათგანი აგრესიულად იქცეოდა.

აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონის ცენტრში მდებარე მაღაზიებისა და კაფეების მინები დაამსხვრიეს. ვაშინგტონის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აქციის ზოგიერთი მონაწილე შეიარაღებული იყო ჩაქუჩებით. პოლიციამ აქციის ყველა აგრესიულად განწყობილი მონაწილე დააკავა.

გუშინ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.

myquiz