ოფიციალურმა თეირანმა 255 პორნო საიტი დაბლოკა | Allnews.Ge

ოფიციალურმა თეირანმა 255 პორნო საიტი დაბლოკა

ოფიციალურმა თეირანმა მსოფლიოს გარშემო 255 პორნო საიტის ხელმისაწვდომობა შემთხვევით დაბლოკა, რაც ინტერნეტ პროტოკოლის (BGP) დარღვევას ნიშნავს, რომელიც მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელების შეუზღუდავობას გულისხმობს, იუწყება ამერიკული კომპიუტერული ტექნიკის ვებ-გვერდი The Verge.

ირანს მსგავს საიტებზე წვდომის შეზღუდვა ქვეყნის შიგნით არსებული ინტერნეტ-პროვაიდერებზე სურდა, თუმცა, გადაჭარბებული მცდელობის გამო საიტებზე წვდომა მეზობელ ქვეყნებშიც შეიზღუდა.

წინა კვირის ხუთშაბათს ვებ-გვერდების დაბლოკვა რუსეთში, ჰონგ კონგსა და ინდონეზიაში დაიწყო, ინტერნეტის შეფერხების გამო პორნოგრაფიის შემცველი ვებ-გვერდები არც ირანში იყო ხელმისაწვდომი.

The Verge-ს ცნობით, აღნიშნულიდან ერთი დღის შემდეგ, ირანმა კომპანიის ანგარიშებისა და ინფორმაციის დაბლოკვაც დაიწყო.

 მომზადებულია Gizmodo-ს მიხედვით.

myquiz