ახალ ზელანდიაში ახალი წლის დადგომას ზეიმობენ | Allnews.Ge

ახალ ზელანდიაში ახალი წლის დადგომას ზეიმობენ

ახალი ზელანდია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის რომელიც ახალი წლის დადგომას პირველი ზეიმობს. ოკლენდის სქაი თაუერის სიახლოვეს ათასობით ადამიანია შეკრებილი. მოსახლეობა მასშტაბური სადღესასწალო ფოიერვერკის მოლოდინშია.

ახალი ზელანდიის შემდეგ 2017 წლის დადგომას ავსტრალიაში იზეიმებენ. ფოიერვერკებს ტრადიციულად სიდნეის ოპერის თეატრთან ჩვენი დროით 5 საათისთვის გაუშვებენ.

ამის შემდეგ ახალი წელი იაპონიაში, ჩრდილოეთ კორეაში ჰონგ კონგსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დადგება.

myquiz