კიმ ჩენ ინმა ქრისტეშობის ნაცვლად მისი ბებიის დღის აღნიშვნის ბრძანება გასცა | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა ქრისტეშობის ნაცვლად მისი ბებიის დღის აღნიშვნის ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ქრისტიანებს უბრძანა, რომ ქრისტეშობის ნაცვლად, მისი ლიდერის ბებიის დაბადების დღე აღენიშნათ, - ამის შესახებ Fox news იუწყება.

კიმ ჩენ ინის ბებია, ჩენ სუკი 1919 წელს, სწორედ შობის დღესასწაულზე დაიბადა და 1949 წელს, დაუდგენელ გარემოებებში გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვები 2014 წლიდან ჟღერდება, როდესაც კიმ ჩენგმა დიდი, მთავარი საშობაო ნაძვის ხის დადგმა აკრძალა.

"კიმ ჩენ ინი გრინჩია, რომელმაც შობა მოიპარა," - წერს Fox news-ი.

myquiz