დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ყველაზე მდიდარი იქნება | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ყველაზე მდიდარი იქნება

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, 70 წლის მილიარდერის დონალდ ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ყველაზე მდიდარი იქნება აშშ-ის ისტორიაში. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს.

როგორც ცნობილია, ცალკეული მინისტრების პოსტებზე ტრამპმა უკვე დაასახელა კანდიდატურები. მათ შორის არის ფინანსთა მინისტრის პოზიცია, რომელზეც უილბურ როსია წარდგენილი, როსი 79 წლის მილიარდერი და ცნობილი ინვესტორია.

ხაზინის მდივნად სტივენ მნუჩინია წარდგენილი. იგი 53 წლის მულტიმილიონერი ინვესტორი და Goldman Sach-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია.

თეთრი სახლის სტრატეგი სავარაუდოდ, სტივ ბანონი იქნება. ბანონიც მილიონერია. იგი ცნობილი გამომცემელი და კინორეჟისორია.

დონალდ ტრამპის ოფისის ინტერიერი

აშშ-ის კიდევ ერთი მდიდარი ადამიანია წარდგენილი გენერალური პროკურორის პოსტზე. ამ თანამდებობას 69 წლის მილიონერი ჯეფ სეშენსი დაიკავებს. მას პოლიტიკაში  გარკვეული გამოცდილება აქვს, იგი სენატორის პოსტს იკავებდა.

მამაკაცების გარდა, გარკვეულ სამთავრობო პოზიციებზე ტრამპმა დაასახელა რამდენიმე ქალიც, თითქმის ყველა მათგანი მილიარდერი, მულტიმილიონერი ან მილიონერია. თუმცა, ზოგიერთ მათგანს აქვს მმართველობის გამოცდილება.

მათ შორის არის ბეტსი დევოსი, რომელიც განათლების მინისტრის პოსტზეა წარდგენილი. ტრანსპორტის მინისტრად ელეინ ჩაო დაინიშნება, რომელიც ასევე მულტიმილიონერია. იგი ტაივანელია და წარსულში შრომის მინისტრის პოსტსაც იკავებდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიალი 20 იანვარს გაიმართება.

დონალდ ტრამპის ხელფასი 1 აშშ დოლარს შეადგენს

myquiz