თეთრი სახლიდან "სილიკონის ველში" - სად იმუშავებს ობამა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ? | Allnews.Ge

თეთრი სახლიდან "სილიკონის ველში" - სად იმუშავებს ობამა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?

მას შემდეგ, რაც 20 იანვარს ბარაკ ობამას აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, მან შესაძლოა მუშაობა ახალი ტექნოლოგიების სფეროში განაგრძოს. ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ობამასთან დაკავშირებულმა პირებმა, "ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კალიფორნიის შტატში მდებარე ახალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრებში ათამდე ვიზიტი განახორციელეს".

"პრეზიდენტის პოსტზე მას სამ თვეზე ნაკლები რჩება და ალბათ უკვე შემდგომი საქმიანობისთვის ემზადება. სავარაუდოდ, ის სილიკონის ველთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული", - წერს The New York Times.

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა

მაგალითისთვის გამოცემას მოჰყავს ობამას ინტერესი კომპანია SpaceX-ის კოსმოსურ ხომალდ Dragon-ის მიმართ, რომელიც მან პიტსბურგის უნივერსიტეტში დაათვალიერა.

ობამამ ასევე მხარი დაუჭირა "2030 წლისთვის მარსზე პილოტირებადი ფრენის ორგანიზებაში მთავრობისა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობას".

"სილიკონ ველი" - ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური ცენტრი

გამოცემა ასკვნის, რომ "თეთრი სახლის თანამშრომლები არ აკონკრეტებენ, რით დაკავდება ობამა 20 იანვრის შემდეგ". თუმცა, პრეზიდენტის ექს-თანაშემწის ფილ ლარსონის თქმით, მისი ყოფილი უფროსი არის "პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ტექნოლოგიური სიახლეები".

myquiz