ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საფრანგეთში მდებარე ვენახებს ყიდიან | Allnews.Ge

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საფრანგეთში მდებარე ვენახებს ყიდიან

ამერიკელმა მსახიობებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების შემდეგ გადაწყვიტეს სამხრეთ საფრანგეთში მდებარე მამული და ვენახები გაყიდონ. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

როგორც ცნობილია, 2014 წელს წყვილმა ქორწილი სწორედ აღნიშნულ მამულში გადაიხადა.

გავრცელებული ცნობით, შატო Miraval-ი უკვე შეფასებულია და გასაყიდად მალე გაიტანენ.

ვინ აიღებს ბავშვებზე მეურვეობას ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ?

1200 აკრის ფართობის ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები და უზარმაზარი სასახლე 2012 წელს 60 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. შატოს ირგლივ ტყე, ტბა და ზეთისხილის ბაღები ესაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ განქორწინების შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადეს.

15 წლის ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი პირველი ფოტოსესია

 

myquiz